fbpx
Terms & Conditions

წესები და გამოყენების პირობები

თუ ავტორები და შემსრულებლები ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას შეწყვეტენ ახალი მუსიკის შექმნას და შესრულებას, რაც დიდი დანაკარგია როგორც მუსიკის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც სარგებლობს მუსიკით. შესაბამისად, გთხოვთ, არ მოიპაროთ და არ გამოიყენოთ მუსიკა არაკანონიერი გზით.

შესავალი

წესები და გამოყენების პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ვებ გვერდის გამოყენებას.

ვებ გვერდზე რეგისტრაციის, რაიმე ინფორმაციის გამოგზავნის ან სერვისის გამოყენებისას ჩვენ გთხოვთ წესებზე და გამოყენების პირობებზე დათანხმებას.

ვებ გვერდის გამოყენებისას სრულად ეთანხმებით წესებსა და გამოყენების პირობებს. შესაბამისად, თუ არ ეთანხმებით მათ ან მის რომელიმე პირობას, უარი უნდა თქვათ ვებ გვერდით სარგებლობაზე.

ვებ გვერდი იყენებს Cookie-ს, შესაბამისად, მისი გამოყენებისას, ან წესებსა და გამოყენების პირობებზე დათანხმებისას იგულისხმება, რომ ეთანხმებით მათ გამოყენებას ვებ გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკის და Cookie-ს გამოყენების პირობების შესაბამისად.

ზოგადი პირობები

MusMus-ი არის მუსიკის საჯარო შესრულების ლეგალური პლატფორმა თქვენი ბიზნესისთვის.

MusMus-ის მომსახურების გამოყენებისას ეთანხმებით წესებისა და გამოყენების პირობებით გათვალსწინებულ სამართლებრივ ვალდებულებებს. MusMus-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები და გამოყენების პირობები, რაზეც ასევე გავრცელდება სამართლებრივი ვალდებულებები, გამომდინარე აქედან, გთხოვთ, გაეცნოთ მათ რეგულარულად.

შემოთავაზებული მომსახურების მიღებისთვის მოსარგებლეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალება, რაც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით: დინამიკი/ხმის გამაძლიერებელი, ელექტრონული ფოსტა, შესაბამისი ინტერნეტ ბრაუზერი.

მოთხოვნები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება ვებ გვერდზე.

გამოყენების პირობები

ეს დოკუმენტი (შეთანხმება) წარმოშობს სამართლებრივ ვალდებულებებს თქვენსა და MusMus-ს შორის, რის საფუძველზეც გეძლევათ MusMus-ის აპლიკაციისა და ონლაინ სერვისის გამოყენების უფლება. გთხოვთ, MusMus-ის მომსახურების გამოყენებამდე წაიკითხოთ წესები და გამოყენების პირობები და დაეთანხმოთ მათ. თანხმობაზე უარის შემთხვევაში შესაძლოა ვერ ისარგებლოთ მომსახურებით.

შეთანხმებაში არსებული ინფორმაცია

დათანხმების ღილაკზე დაჭერისას (MusMus-ის ვებ გვერდზე წვდომის ჩათვლით, თუმცა არა მხოლოდ) ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია არის ზუსტი და სრულყოფილი, ცვლილების შემთხვევაში განაახლებთ მას და ეთანხმებით როგორც წესებსა და გამოყენების პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

გამოყენების შეზღუდვა

ყოველგვარი წინაპირობის გარეშე თანახმა ხართ, რომ:

არ გამოიყენებთ MusMus-ის პროდუქტს (მუსიკალურ ნაწარმოებებს, ტექსტს, ფოტო მასალას და არა მხოლოდ) და აპლიკაციის/მომსახურების რაიმე შემადგენელ ნაწილს ამ შეთანხმებისგან განსხვავებული მიზნებით;

არ გამოიყენებთ MusMus-ის მომსახურებას კვლევისთვის და არ მოუსმენთ ან გადმოწერთ მუსიკას პირადი სარგებლობის მიზნით;

არ გამოიყენებთ MusMus-ის მომსახურებას მუსიკალური ყუთების (jukebox) წყაროდ ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე;

არ გაუზიარებთ მესამე პირს თქვენს პაროლს და არ გამოიყენებთ სხვა პირის სარეგისტრაციო მონაცემებს. თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები, ისევე როგორც თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ყველა ქმედება არის მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობის საგანი;

არ მისცემთ მესამე პირს MusMus-ის მომსახურების ან მისი ნაწილის რეპროდუცირების, დეკომპილირების, დაშლის, მოდიფიკაციის, ასლის დამზადების, თხოვების, გაქირავების, ქვე-ლიცენზირების, გადამუშავებული ნაწარმოების შექმნის და გავრცელების, კომერციული ექსპლუატაციის და ნებისმიერი სხვა სახით გასხვისების უფლებას;

არ გამოიყენებთ MusMus-ის მომსახურებას ვირუსების ან სხვა დამაზიანებელი პროგრამების გავრცელებისათვის;

არ გაასხვისებთ MusMus-ის აპლიკაციას/მომსახურებას ან მის ნაწილს და არ გამოიყენებთ მას ამავე შეთანხმების საწინააღმდეგოდ;

არ გამოიყენებთ ვებ გვერდს ისეთი სახით, ან არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რაც აზიანებს, ან შეიძლება დააზიანოს იგი;

არ გამოიყენებთ ვებ გვერდს კანონსაწინააღმდეგო, არალეგალური, თაღლითური ან დამაზიანებელი გზით ან მიზნებისთვის;

არ შეაგროვებთ ვებ გვერდთან დაკავშირებულ ნებისმიერ სისტემურ თუ ავტომატურ მონაცემებს (მათ შორის და არა მხოლოდ: მონაცემების წაღება, გასუფთავება, მოპოვება, ამოღება და მოგროვება) ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე

არ გამოიყენებთ რობოტს, სპაიდერს ან სხვა ავტომატურ საშუალებას ვებ გვერდზე წვდომისა და ინტერაქციისთვის;

არ გამოიყენებთ ვებ გვერდის საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის (მათ შორის და არა მხოლოდ: მარკეტინგი ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ტელემარკეტინგი და პირდაპირი გზავნილები);

არ შეაგროვებთ ინფორმაციას ვებ გვერდიდან სხვადასხვა მესამე პირებთან დასაკავშირებლად;

ყოველივე აღნიშნულთან ერთად თანახმა ხართ, რომ მიიღებთ ყველა გონივრულ ზომას MusMus-ის აპლიკაციის/მომსახურების და პროგრამული უზრუნველყოფის არაკანონიერი გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

რეკლამა და თქვენი კომპიუტერის რესურსის გამოყენება

წესებსა და გამოყენების პირობებზე დათანხმებით ადასტურებთ, რომ MusMus-ს აქვს რეკლამის და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების უფლება, ასევე, MusMus-ის აპლიკაციას/მომსახურებას აქვს უფლება გამოიყენოს თქვენი კომპიუტერის ან სხვა შესაბამისი მოწყობილობის პროცესორი, გამტარი და შემნახველი ტექნიკური საშუალება თქვენთან ან აპლიკაციის/მომსახურების მომხმარებლებთან კომუნიკაციის და მონაცემების გადაცემის გაადვილების, ასევე აპლიკაციის/მომსახურების ქსელის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით;

მოსარგებლეების დახმარება

MusMus-ის აპლიკაციასთან/მომსახურებასთან ან ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@musmus.ge

შეწყვეტის პირობები

ეს შეთანხმება ძალაში შედის თქვენს მიერ MusMus-ის მომსახურებით სარგებლობის დაწყების დროს დათანხმების ღილაკზე დაჭერისთანავე და იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ვიდრე რომელიმე მხარე არ შეწყვეტს მას. ანგარიშის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ვებ გვერდის მეშვეობით,  გაუქმების შესახებ შეტყობინების გამოგზავნის გზით, რა შემთხევვაშიც MusMus-ი არ არის ვალდებული უკან დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი, მომსახურების საფასურის ანგარიშის გაუქმების მომენტისთვის დარჩენილი ნაწილი. MusMus-ი იტოვებს უფლებას ნებსიმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ეს შეთანხმება ან შეგიჩეროთ მომსახურება, თუ ჩავთვლით, რომ იყენებთ, ან იწერთ მუსიკას არასათანადო მიზნებით, ან თუ არსებობს მომსახურების გაუქმების სხვა სათანადო საფუძველი. რომელიმე ამ მიზეზით შეთანხმების შეწყვეტის ან მომსახურების შეჩერების შემთხვევაში, MusMus-ი არ არის ვალდებული უკან დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი მომსახურების საფასური.

გარანტიები

MusMus-ის აპლიკაციით/მომსახურებით სარგებლობის რისკი არის თქვენი პასუხისმგებლობის საგანი. MusMus-ი არ უჭერს მხარს მესამე პირის მიერ ჩვენივე ან ჩვენთან დაკავშირებული ვებ გვერდის მეშვეობით, ასევე ბანერით რეკლამირებულ ან შემოთავაზებულ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას და არ გაძლევთ გარანტიას მათზე. გამომდინარე აქედან, MusMus-ი ვერ იქნება პასუხისმგებელი თქვენს მიერ, მესამე პირების ან MusMus-ის მეშვეობით რეკლამირებულ პროდუქტთან თუ მომსახურებასთან დაკავშირებით განხორციელებულ რაიმე ტრანზაქციაზე.

ინტელექტუალური საკუთრება

MusMus-ი პატივს სცემს ინტელექტუალურ საკუთრებს და იგივეს მოელის თქვენგანაც. გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ MusMus-ის აპლიკაცია/მომსახურება და ნებისმიერი მოწოდებული პროდუქტი არის მისივე საკუთრება და დაცულია ინტელექტუალური საკუთრებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ საავტორო უფლებით, შესაბამისად, არ გაქვთ ამ აპლიკაციის/მომსახურების, მათ შორის პროდუქტის, მაგრამ არა მხოლოდ, გამოყენების უფლება ამ შეთანხმებისაგან განსხვავებული წესით. გარდა ამისა, არ გაქვთ საავტორო უფლების ობიექტის, სასაქონლო ნიშნისა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნის წაშლის ან შეცვლის უფლება, რომელსაც შეიცავს MusMus-ის აპლიკაცია/მომსახურება ან მიღებულია მისგან. ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მუსიკის საჯარო შესრულებისათვის. ნაწარმოების ნებისმიერი სხვა სახით გამოყენებისას, რაც საჭიროებს დამატებით ნებართვას, მაგალითად სინქრონიზაცია, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

მონიტორინგი

ამ წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით MusMus-ი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს მიერ მომსახურებით სარგებლობას და შეადარებს მას თქვენზე პროგრამით გადმოცემული ნებართვის ფარგლებს.

უფლების მფლობელების წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებისა და გამოყენებული მუსიკის შესახებ ანგარიშების წარმოების მიზნით MusMus-ი შეამოწმებს თქვენს აქტივობებს, ასევე  დამატებით გამოიყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას ნაწარმოებების, ჩანაწერების და MusMus-ის მიერ შექმნილი პროდუქტის დაცვის და მისი არასწორად გამოყენების თუ  მოპარვის თავიდან არიდების მიზნით.

ტექნიკური შეზღვუდები მოდიფიკაციები

MusMus-ი მიიღებს შესაბამის ზომებს აპლიკაციის/მომსახურების გამართული მუშაობის მიზნით, რამაც, კონკრეტული ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, შესაძლოა პერიოდულად გამოიწვიოს მუშაობის დროებითი შეფერხება. MusMus-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს მოდიფიცირება გაუკეთოს MusMus-ის აპლიკაციას/მომსახურებას თქვენი წინასწარი გაფრთხილებით ან გაფრთხილების გარეშე.

კონფიდენციალურობა

თანახმა ხართ MusMus-ს მიანიჭოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების უფლებამოსილება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

მთლიანი შეთანხმება

ეს შეთანხმება, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, ავტომატურად აუქმებს იგივე საკითხებთან დაკავშირებულ ყველა სხვა წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებას. ასევე ადასტურებთ, რომ არ დაგიდიათ არავითარი სხვა შეთანხმება, რომელიც წინააღმდეგობაშია ამ შეთანხმების პირობებთან.

შეთანხმების ნაწილის შეწყვეტ

ამ შეთანხმების ნაწილის შეწყვეტა ან იურიდიული ძალის დაკარგვა არ გულისხმობს მთლიანი შეთანხმების შეწყვეტას და ვერ მოახდენს გავლენას შეთანხმების სხვა პირობებზე.

UP