fbpx
Privacy Policy

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს თქვენს მიერ ვებ გვერდის გამოყენებისას მოწოდებული ინფორმაციის დაცვის და გამოყენების წესებს. MusMus-ი უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ წესების შესაბამისად.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ 

ჩვენ შესაძლებელია შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:

სახელი და სამუშაო ადგილის დასახელება;
საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის ჩათვლით;
რეგისტრაციის, კვლევისა და/ან შეთავაზებებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას 

ინფორმაციის შეგროვება საჭიროა თქვენი მოთხოვნების უკეთ გაგებისა და გაუმჯობესებული სერვისის შემოთავაზებისთვის, კერძოდ:

შიდა ჩანაწერების შენახვის მიზნით;
პროდუქტის და მომსახურების გაუმჯობესებისათვის.

შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე პერიოდულად გამოგიგზავნოთ შეტყობინებები ახალი პროდუქტის და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ, ასევე თქვენთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.

შეგროვებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენთან დასაკავშირებლად ბაზრის კვლევის მიზნით, ასევე ვებ გვერდის მოდიფიკაციისთვის თქვენი ინტერესების შესაბამისად.

უსაფრთხოება

თქვენი ინფორმაცია არის დაცული. შეგროვებული ინფორმაციის დაცვისა და უნებართვოდ გამოყენების თავიდან არიდების მიზნით, ჩვენ მივმართავთ უსაფრთხოების სხვადასხვა (ფიზიკურ, ელექტრონულ და საორგანიზაციო) ზომებსა და პროცედურებს.

როგორ ვიყენებთ Cookies

Cookie არის პატარა ზომის ფაილი, რომელიც თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე განთავსებისთვის საჭიროებს ნებართვას. Cookie გეხმარებათ ვებ გვერდის გამოყენების ანალიზში, ასევე გაწვდით ინფორმაციას კონკრეტულ ვებ გვერდზე შესვლისას. Cookie ვებ აპლიკაციას აძლევს საშუალებას ინდივიდუალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს. ვებ აპლიკაციას შეუძლია მართოს სხვადასხვა ოპერაციები თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი პრეფერენციების შეგროვებითა და დამახსოვრების გზით.

ჩვენ ვიყენებთ traffic log cookies იმისათვის, რომ დავადგინოთ რომელი გვერდების გამოყენება ხდება, რაც გვეხმარება ვებ გვერდის გამოყენების გაანალიზებაში და მის გაუმჯობესებაში. ამ ინფორმაციის გამოყენება ხდება მოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის.

მთლიანობაში, cookies გვეხმარება ვებ გვერდის გაუმჯობესებაში, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ვებ გვერდებს სტუმრობთ ყველაზე ხშირად. Cookie არ გვაძლევს წვდომას თქვენს კომპიუტერზე, ან რაიმე სახის ინფორმაციაზე თქვენს შესახებ, გარდა იმ მონაცემებისა, რასაც თავად გვიზიარებთ.

თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ, ან უარყოთ cookies. ბრაუზერების უმრავლესობა ავტმატურად ეთანხმება cookies, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის მონაცემები და უარყოთ cookies, თუმცა ამან შესაძლოა შეზღუდოს თქვენს მიერ ვებ გვერდის მოხმარების ეფექტიანობა.

კავშირი სხვა ვებ გვერდებთან

ვებ გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ გვერდების ბმულებს. თქვენს მიერ სხვა ვებ გვერდზე გადასვლის შემთხვევაში, ჩვენ აღარ ვართ პასუხისმგებელი ასეთი ვებ გვერდის მოხმარებით გამოწვეულ შედეგებზე, ისევე როგორც ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე. უმჯობესია, სხვა ვებ გვერდზე გადასვლისას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

პერსონალური მონაცემების კონტროლი

ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს ვიდრე არ გვექნება თქვენი თანხმობა, ან თუ მსგავს ქმედებას არ გვავალდებულებს კანონი. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენთვის მესამე პირების შესახებ სარეკლამო გზავნილების მოწოდების მიზნით, რომელსაც ჩავთვლით თქვენთვის პოტენციურად საინტერესოდ.

თუ თქვენ თვლით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენს შესახებ არის არასწორი ან არასრულყოფილი, გთხოვთ, უმოკლეს ვადებში დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე contact@musmus.ge ჩვენ სწრაფად შევასწორებთ ინფორმაციას, რომელსაც ჩავთვლით არაზუსტად.

UP